X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ქალაქ ზუგდიდის ქალაქთმშენებლობით გეგმებს კონტრაქტორი კომპანია 8 თვის ვადაში შეიმუშავებს

28 ოქტომბერი 2019

ქალაქ ზუგდიდის ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების შესახებ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი
მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა და შპს „არტსტუდიო-პროექტის“ დირექტორმა ირენე სკალვინიმ მოაწერეს. 

ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების ამოცანებია: ქალაქ ზუგდიდის მდგრადი განვითარების წინაპირობების შექმნა, სატრანზიტო სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის ფორმირება, ქალაქის ცენტრალურ უბნებისა და ქუჩების განაშენიანების მოწესრიგება, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დამცავი ზონების დადგენა, საზოგადოებრივი სივრცეების დადგენა და განვითარება, შეზღუდული ტერიტორიული რესურსების ფონზე მზარდი სამშენებლო საქმიანობების მართვა, ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების განვითარების პრიორიტეტების დადგენა და სხვა.

ქალაქთმშენებლობითი გეგმები კონტრაქტორმა კომპანიამ 8 თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს.

პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.